რომელია 5 ყველაზე პოპულარული მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

რომელია 5 ყველაზე პოპულარული მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 114 %-ით გაიზარდა.
კერძოდ, გასულ თვეში მგზავრთა ნაკადმა 36 207 შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის აპრილში 16 881 იყო.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, აპრილში ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა – ბუდაპეშტის, მოსკოვის, კატოვიცეს, სალონიკის, ლარნაკას, დორტმუნდის, ბერლინის, მემინგემის, მილანის, ვილნიუსის, კიევის, ხარკოვისა და ვარშავას მიმართულებით განხორციელდა.

აქედან, ყველაზე პოპულარული მიმართულება იყო – კიევი. მისი მიმართულებით ქუთაისიდან – 5 599 ადამიანი გაფრინდა.

აპრილის ტოპ – 5 მიმართულებაშია: ვარშავა – 3 343 მგზავრით; მილანი – 3 181 მგზავრით; ბერლინი, რომლის მიმართულებითაც 3 138 ადამიანი გაფრინდა და დორტმუნდი – 2 793 მგზავრით.

2016 წლის აპრილში კი ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა – მოსკოვის, ხარკოვის, ბუდაპეშტის, კატოვიცეს, ვილნიუსის, კიევისა და ვარშავას მიმართულებით განხორციელდა.

წინა წლის აპრილშიც ყველაზე პოპულარული მიმართულება – კიევი იყო. მისი მიმართულებით, 4 032 მგზავრი გაფრინდა. ბუდაპეშტი – 2 754 მგზავრი; კატოვიცეში – 2 519 მგზავრი; ხარკოვში – 2 501 მგზავრი; ვარშავაში – 2 394 მგზავრი, ვილნიუსში – 2 117 მგზავრი.

რაც შეეხება მოფრენას, მიმდინარე წლის აპრილში ყველაზე მეტი – 4 061 მგზავრი გერმანიიდან ჩამოფრინდა ქუთაისში; 3 287 – უკრაინიდან შემოვიდა; ხოლო 2 803 – პოლონეთიდან შემოვიდა. ასევე წინა თვეში მგზავრები შემოვიდნენ – უნგრეთიდან, რუსეთიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, იტალიიდან და ლიტვადან.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქუთაისის აეროპორტში მგზავრები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდნენ: რუსეთი – 270 მგზავრი; უკრაინა – 3 177 მგზავრი; უნგრეთი -1 267 მგზავრი; ლიტვა – 1 059 მგზავრი; პოლონეთი – 2 494 მგზავრი.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]