ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ავიაბილეთები 9$ -დან: რომელი მიმართულებით შეასრულებს ფრენებს ავიაკომპანია FlyUIA (ცხრილი)
ავიაკომპანია Ukraine International Airlines-მა (FlyUIA) დაბალი ტარიფების ამოქმედების შესახებ განაცხადა. FlyUIA-ს “ლოუკოსტერ” ტარიფები იმოქმედებს, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო რეისებზე და მისი ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ზონაშია ესა თუ ის ქვეყანა. ტარიფის აღწერილობიდან ირკვევა, რომ ის საქართველოზეც ვრცელდება.
ზონა 1: უკრაინა. (შიდა რეისები)
ზონა 2: ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, თურქეთი, გერმანია, ფინეთი, შვედეთი, საქართველო, უნგრეთი, სომხეთი, ჩეხეთი, ავსტრია.
ზონა 3: შვეიცარია, ბელგია, იტალია, საბერძნეთი, კვიპროსი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ბელორუსი, მოლდოვა.
ზონა 4: ყაზახეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი, ირანი, იორდანია, აზერბაიჯანი.
დაბალი ტარიფები ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია, თუ რამდენი ხნით ადრე მოხდება მათი შეძენა.
| სამარშუტო ზონა |
ფასები 10 თვით ადრე ჯავშნის შემთხვევაში |
ფასები 8 თვით ადრე ჯავშნის შემთხვევაში | ფასები 6 თვით ადრე ჯავშნის შემთხვევაში |
| ზონა 1 | $9-დან | $19-დან | $29-დან |
| ზონა 2 | $21-დან | $29-დან | $49-დან |
| ზონა 3 | $31-დან | $39-დან | $59-დან |
| ზონა 4 | $41-დან | $49-დან | $69-დან |
ასევე, დაბალი ტარიფი არ ვრცელდება სხვა რეისთან დამაკავშირებელ ფრენებზე. წლის განმავლობაში FlyUIA დაბალი ტარიფით სულ 0,5 მლნ ბილეთის გაყიდვას გეგმავს.
ასევე დაბალი ტარიფი გულისხმობს 7 კგ-იან ხელბარგს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს: 55х40х20 სმ.
თუმცა Panorama Club Classic/Premium-ის წევრებისათვის ხელბარგის წონა 12 კგ-მდეა დასაშვები. ზედმეტი ბარგის არსებობის შემთხვევაში მისი ცალკე ყიდვაა შესაძლებელი.
ასევე ტარიფი არ მოიცავს ბორტზე კვებას. ასეთი ბილეთის მქონე მგზავრს ბორტზე მხოლოდ წყალი მიეწოდება.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: ghn.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს