Flydubai-მ და Emirates Airlines-მა ყატარის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

Flydubai-მ და Emirates Airlines-მა ყატარის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს

უცხოური მედიის ინფორმაციით, დუბაის ავიაკომპანია flydubai 6 ივნისიდან დუბაიდან დოჰადან მიმართულებით ყველა ავიარეისს აუქმებს. ავიაკომპანია იმ მგზავრებს, რომელთაც ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ, მოუწოდებს იმ ტურისტულ სააგენტოებსა და ავიასალაროებს მიაკითხონ, სადაც თავის დროზე ბილეთები შეიძინეს.

ანალოგიური ინფორმაცია ვრცელდება Emirates Airlines-ზეც. ავიაკომპანია 6 ივნისიდან დოჰადან ყველა რეისს აჩერებს. ბოლო რეისს, აბუ-დაბი-დოჰა ავიაკომპანია 6 ივნისს 02:45 საათზე, ხოლო დოჰადან-აბი-დაბის მიმართულებით 4:00 საათზე განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტეს და ის რეგიონის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს.

ამ ქვეყნების ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყატარი მხარს უჭერს ტერორისტულ დაჯგუფებებს.

საუდის არაბეთის მედიის ცნობით, ერ-რიადმა ყატართან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კავშირი შეწყვიტა. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხისგან ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით გაკეთდა. საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა კატართან ეგვიპტემაც ჩაკეტა. არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა ყატარელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს.

აბუ-დაბიმ ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერასა და მის დაფინანსებაში დაადანაშაულა. ბაჰრეინის ხელისუფლების განცხადებით, ყატართან ურთიერთობა მის საშინაო საქმეებში ჩარევისა და ქვეყანაში ყატარის მხრიდან სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის გამო შეწყვიტა.

არაბული ქვეყნების კოალიციამ, რომელიც იემენში ამბოხებულების წინააღმდეგ იბრძვის, ყატარი ალიანსიდან გარიცხა და განაცხადა, რომ დოჰა მხარს უჭერს ტერორიზმს, კერძოდ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს „ალ-ქაიდასა” და „ისლამურ სახელმწიფოს”. ოთხ არაბულ ქვეყნასთან დიპოლომატიური ურთიერთობის გაწყვეტასთან დაკავშირებით დოჰას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე კატარის ხელისუფლებამ უარყო ტერორისტებთან კავშირი და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]