რამდენი მილიონი დახარჯეს ქართველებმა ევროპაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

რამდენი მილიონი დახარჯეს ქართველებმა ევროპაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ

შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება გახდა საქართველოში გაცემული საბანკო ბარათებით განხორციელებული გადარიცხვების რეკორდული მაჩვენებლის მიზეზი..

ინტერნეტ-პორტალ newsgeorgia.ge-ს ინფორმაციით, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს ეყრდნობა, საქართველოს მოქალაქეების საბანკო ბარათებიდან 2017 წლის მაისის თვეში, განხორციელდა 103 მილიონი ლარის ოპერაციები (რაც შეადგენს დაახლოებით 43 მილიონს დოლარს). შარშანდელზე ეს მაჩვენებელი 49%-ით უფრო მაღალია. ეს რიცხვები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეკორდულ მაჩვენებლად აღიარა.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ შენგენის ქვეყნებში უკვე იმოგზაურა საქართველოს 20 000 -ზე მეტმა მოქალაქემ. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი უფრო კიდევ უფრო იზრდება.

ორგანიზაცია ACT-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულება იტალიაა. შემდეგ საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი.

საქართველოდან ევროპის ქვეყნებში მოხვედრა პირდაპირი რეისით შესაძლებელია ავიაკომპანია Wizz Air -ის საშუალებით. 2016 წლის ნოემბრიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ახორციელებს ფრენებს შემდეგი მიმართულებებით: მილანი, ბერლინი, მიუნხენი, დორტმუნდი, ლარნაკა და ლონდონი. ორმხრივი ავიაბიელთების საშუალო ფასი შეადგენს 40 ევროს.

2017 წლის 28 აპრილიდან ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება. შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

წყარო: sova.news

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]