Gulf Air-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენები დაიწყო
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

Gulf Air-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენები დაიწყო

მსოფლიოში ერთ-ერთმა მსხვილმა ავიაკომპანია Gulf Air-მა ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები დღეიდან დაიწყო. რეისები კვირაში სამჯერ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება.

Gulf Air საქართველოს საავიაციო ბაზრით 2016 წელს დაინტერესდა. პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ტავ ჯორჯიაც აქტიურად მონაწილეობდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში Gulf Air-ის გენერალური გაყიდვების აგენტი (GSA) – ტურისტული კომპანია Voyager Ltd-ია, რომელიც ქვეყანაში ავიაკომპანიის სერვისებსა და პროდუქტებს წარადგენს და ხელს შეუწყობს ბილეთების რეალიზებას თბილისსა და ბაჰრეინს შორის.

Gulf Air-ი ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანიაა, რომელიც საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. Gulf Air მსოფლიოს მსხვილი ავიაკომპანიების სიაშია, რომელიც ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამჟამად ფრენებს 24 ქვეყნის 43 ქალაქში ახორციელებს, მსოფლიოს 3 კონტინენტზე.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]