რა განსხვავებაა ავიაბილეთსა და ჩასხდომის ბარათს შორის: განმარტებები დამწყები მოგზაურებისთვის
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

რა განსხვავებაა ავიაბილეთსა და ჩასხდომის ბარათს შორის: განმარტებები დამწყები მოგზაურებისთვის

გარანტირებულ შედეგი: როგორ მივიღოთ სამუშაო ვიზა ესპანეთში

ხშირად დამწყებ მოგზაურები მიიჩნევენ, რომ ავიაბილეთსა და ჩასხდომის ბარათს შორის სხვაობა არ არსებობს.
ქუთაისის აეროპორტმა მათთვის განმარტებები გამოქვეყნა:

ავიაბილეთი (airline ticket) – ესაა დოკუმენტი, რომელსაც ყიდულობთ ავიაკომპანიისგან ან ტურისტული სააგენტოს მეშვეობით და რომელიც ადასტურებს, რომ მომხმარებელს მგზავრობა კონკრეტული რეისით. ყველა ავიაბილეთში მოცემულია ინფორმაცია: მგზავრის სახელი და გვარი, ავიაკომპანია, გაფრენისა და დანიშნულების ადგილები, დრო, შეძენილი ბარგის რაოდენობა, ჯავშნის ნომერი, ბილეთის ნომერი და ა.შ.

ჩასხდომის ბარათს (boarding pass) კი მგზავრი ავიაკომპანიისგან იღებს რეგისტრაციის (ჩექინის) გავლის შემდეგ. ესაა დოკუმენტი, რომელიც მგზავრს უფლებას აძლევს, შევიდეს აეროპორტის შეზღუდული დაშვების ტერიტორიაზე და შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე. ჩასხდომის ბარათის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია აეროპორტში, ზოგ შემთხვევაში კი ონლაინ, ავიაკომპანიის ვებგვერდზე.

ჩასხდომის ბარათი შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თარიღი, რეისის ნომერი, გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილები, ჩასხდომის დაწყებისა და გაფრენის დრო, თქვენი ადგილი თვითმფრინავში და ა.შ.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

წყარო: bpi.ge

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]