ავღანეთის ფინანსთა მინისტრი აჭარაში Georgian Airways-ის რეისით ჩავიდა
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ავღანეთის ფინანსთა მინისტრი აჭარაში Georgian Airways-ის რეისით ჩავიდა

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება იყო მთავარი თემა ავღანეთის ფინანსთა მინისტრს იქლილ ჰაკიმსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძეს შორის გამართულ შეხვედრაზე.

იქლილ ჰაკიმი აჭარას დღეს ესტუმრა, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი აჭარაში ავიაკომპანია Georgian Airways-ის რეისით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის პორტს ეწვია. პორტის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია სტუმრებს პორტის წარმომადგენლემა გააცნო.

ავღანეთის ფინანსთა მინისტრი ბათუმის პორტის ტვირთბრუნვისა და სხვა პორტებთან თანამშრომლობის საკითხებით დაინტერესდა. საუბარი ბათუმის პორტთან სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.

2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვამ 0,11 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 68%-ით აღემატება.
იქლილ აჰმად ჰაკიმი პირველი ავღანელი მინისტრია, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა ოფიციალური შეხვედრები თბილისში უკვე გამართა. დელეგაციის წარმომადგენლები ქართული კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. სტუმრები მოგვიანებით ფოთის პორტს ეწვევიან. დელეგაცია აჭარას დღეს დატოვებს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]