ცრუმორწმუნე მოხუცმა თვითმფრინავის ძრავში მონეტები ჩაყარა, რის გამოც ფრენა 5 საათით გადაიდო
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ცრუმორწმუნე მოხუცმა თვითმფრინავის ძრავში მონეტები ჩაყარა, რის გამოც ფრენა 5 საათით გადაიდო

China Southern Airlines-ის რეისი შანხაიში 5 საათით შეფერხდა იმის გამო, რომ ასაკოვანმა ცრუმორწმუნე ქალბატონმა თვითმფრინავის ძრავში მონეტების ჩაყრა გადაწყვიტა.

ქალბატონის თქმით, მას სწამდა, რომ ფრენა ამის შემდეგ „იღბლიანი გამოდგებოდა“. ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

შემთხვევა 27 ივნისს მოხდა – 80 წლის მოხუცმა ტრაპიდან თვითმფრინავის ძრავის მიმართულებით 9 მონეტა გადააგდო.

ტექნიკოსებს ძრავის დაშლა მოუწიათ. ბორტზე 150 მგზავრი იმყოფებოდა. ძრავის რემონტს კი 3,5 საათი დასჭირდა. საბოლოოდ, თვითმფრინავი დაგეგმილზე 5 საათით უფრო გვიან გაფრინდა.

ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, მაშინვე განაცხადა, რომ რამე კრიმინალური საფუძვლის ძიება მოხუცი ქალბატონის ქცევაში აზრს არის მოკლებული.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]