საქართველოს ავიაბაზარზე ქუვეითური ავიაკომპანია Kuwait Wataniya Airways-ი შემოდის
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

საქართველოს ავიაბაზარზე ქუვეითური ავიაკომპანია Kuwait Wataniya Airways-ი შემოდის

საქართველოსა და ქუვეითს შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა იწყება.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Wataniya Airways ივლისიდან შემოვა.

კონსულტაციები ავიაკომპანიის მიერ ორ ქვეყანას შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელების თაობაზე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ქუვეითის სახელმწიფოს სამოქალაქო ავიაციის გენერალურ დირექტორატს შორის გაიმართა.

Wataniya Airways-ი რეგულარულ რეისებს ელ-ქუვეითი – თბილისი – ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.
ფრენები 11 ივლისიდან 29 ოქტომბრამდე, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს გასცა. საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებდა.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]