დეტალები: გერმანია ქართველების მასობრივ დეპორტაცის იწყებს
032 205 44 43 general@justfly.ge

გერმანია ქართველების მასობრივ დეპორტაცის იწყებს

გარანტირებულ შედეგი: როგორ მივიღოთ სამუშაო ვიზა ესპანეთში

გერმანიიდან უცხოელების დეპორტაცია გახშირებულია. გერმანული საიტის RP-online-ის ინფორმაციით, დიუსელდორფის აეროპორტიდან ხელისუფლება დაიწყებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას.

პოლიციის განმარტებით, დიუსელდორფიდან დეპორტირებულთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ თავშესაფარის მოთხოვნაზე ოპერატიულად უარის თქმასთან და მიგრანტებთან მიმართებით მკაცრ დამოკიდებულებასთან.

“ყველა უნდა იყოს მზად, რომ დეპორტირებულთა რიცხვი მუდმივად გაიზრდება. ეს მიგრაციული კრიზისის მეორე მხარეა”, – განაცხადა გერმანიის შს სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა ბურხარდ შნეიდერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიუსელდორფის აეროპორტიდან მანამდე, ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტების დეპორტაცია ხდებოდა. თუმცა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ასევე, დაიწყეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების დეპორტირება.

დალია ჰონი, რომელიც აეროპორტში დეპორტაციის პროცესს აკვირდება, აცხადებს, რომ ის ვერ ახერხებს დიუსელდორფის აეროპორტიდან ყველა დეპორტირებულის მეთვალყურეობას. მისი თქმით, პრობლემები წარმოიქმნება მაშინაც, როცა გერმანიიდან ავადმყოფებს აძევებენ, ან ოჯახის წევრებს განაცალკევებენ.

28 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ყველაზე მეტი – 73 მოქალაქე გერმანიიდან იქნა დეპორტირებული.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]