ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
აშშ-ში ფრენისას Etihad-ის მგზავრებს ბორტზე ნოუთბუქის ატანა ისევ შეუძლიათ
Etihad-ის მგზავრებს აბუ-დაბიდან აშშ-ს მიმართულებით ფრენისას, ბორტზე ნოუთბუქისა და პლანშეტის ატანა ისევ შეუძლიათ.
შეზღუდვა თავის დროზე აშშ-ს ინიციატივით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ამოქმედდა. ავიაკომპანია Etihad Airways-ი აშშ-ს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით კვირაში 45 რეისამდე ასრულებს.
ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პიტერ ბაუმგატრნერის განმარტებით, შეზღუდვა მას შემდეგ მოიხსნა, რაც აბუ-დაბის აეროპორტში სპეციალური საემიგრაციო ცენტრი ამოქმედდა და სადაც აშშ-ს მიმართულებით მოგზაურ ადამიანებს საგანგებოდ ამოწმებენ.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტიდან აშშ-ს მიმართულებით ავიარეისებისას 10 ქვეყნიდან მგზავრებს (სპარსეთის ყურისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები და ასევე თურქეთი) თვითმფრინავში დიდი ზომის მოწყობილობების, მათ შორის დიდი სმარტფონების ატანა აიკრძალა.
შესაბამისად ეს შეზღუდვა შეეხოთ Etihad-ის, Qatar Airways-ს, Turkish Airlines-სა და სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ავიაკომპანიებს.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს