ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
2019 წელს მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტი გაიხსნება
პეკინში 2019 წელს მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტი გაიხსნება.
ახალი აეროპორტი სრულად უპასუხებს ქალაქისა და ქვეყნის მოსახლეობის მზარდ მოთხოვნებს, რომელიც სამოქალაქო ავიაციაშია.
აეროპორტში განთავსებიან ჩინური სანავიგაციო კომპანიებიც, როგორებიც არიან China Southern Airlines და China Eastern Airlines.
აეროპორტი გამორჩეული იქნება თავისი მდიდრული ინტერიერითა და ნოვატორული მიდგომებით, მასში ასევე განთავსდება ბაღები, ხოლო საერთაშორისო და შიდა ფრენის ტერმინალები ცალ-ცალკე იქნება.
აეროპორტის დიზაინზე მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა არქიტექტორმა ზაჰა ჰადიდმა იმუშავა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.
„აეროპორტის ტერმინალის მთლიანი სიმეტრია, მისი მცურავი, ერთმანეთთან დაკავშირებული ფორმებით, ქმნის ფლუიდურ კომპოზიციას, რომელიც იწვევს ჰარმონიას და ბალანსს ჩინურ პეიზაჟებთან, ხოლო მისი ფერები და მასალა წარმოადგენს ჩინური ტრადიციული კულტურის ვიზუალურ ენას“, – ნათქვამია არქიტექტორის ოფიციალურ ვებგვერდზე.
აერპორტის ინოვაციური დიზაინი მოიცავს 700,000 კვადრატული მეტრის ფართობს, რომელიც აერთიანებს ექვს ტერმინალს და შეძლებს წლიურად 100 მილიონ მგზავრს მოემსახუროს. შენობაში ასევე განთავსდება ბიუჯეტური სასტუმროები, სპა და ფიტნეს ცენტრები.
ახალი აეროპორტი მნიშვნელოვნად შეუწყებს ხელს გასამგზავრებელი დროის შემცირებას. პეკინის აეროპორტი მსოფლიოში მეორე ყველაზე გადატვირთული აეროპორტია.
კოკა კვირკველია
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: bpn.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს