Qatar Airways-ი ეკიპაჟის წევრებს საქართველოში ეძებს და კონკურსს აცხადებს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

Qatar Airways-ი თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს საქართველოში ეძებს და კონკურსს აცხადებს

ავიაკომპანია Qatar Airways-ი თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების შესარჩევად კონკურსს აცხადებს. აპლიკანტებს საქართველოდან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტების შევსება 8 ივლისამდე შეუძლიათ.
კომპანია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერს, რომ კადრების შესარჩევი ღონისძიება 8 ივლისს “ქორთიარდ მერიოტში” გაიმართება.

Qatar Airways-ში აცხადებენ, რომ კომპანია ეძებს ახალ, ნიჭიერ კადრებს და მზად არიან კარი გაუღონ მათ ვისაც აქვს ამბიცია “შორს გაფრინდეს”. ამავდროულად ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ კომპანია ორიენტირებულია საკუტარი კადრების მუდმივ ზრდაზე. დასაქმებულებს მაღალი ანაზღაურებასა და შესაბამის პირობებს სთავაზობს.

Qatar Airways-ის გუნდის წევრად გახდომის მსურველი მინიმუმ 21 წლის უნდა იყოს და ჰქონდეს საშუალო განათლება. პრეტენდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას და ჰქონდეს ყატარში ცხოვრების სურვილი.

შეგახსენებთ, რომ SKYTRAX-ის გამოკითხვით Qatar Airways-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიაა. ავიაკომპანია საუკეთესოდ მგზავრებმა აღიარეს და უკვე მეოთხედ ატარებს ამ ტიტულს. Qatar Airways-მა ასევე მოიპოვა შუა აღმოსავლეთის საუკეთესო ავიაკომპანიის სტატუსი. ამავდროულად გაიმარჯვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესი ბიზნეს კლასი“ და „მსოფლიოს საუკეთესო პირველი კლასის ლაუნჯი“.

SKYTRAX-ის ჯილდო “ავიაციის ინდუსტრიის ოსკარად” არის მიჩნეული. როგორც ამბობენ, კვლევის მიმდინარეობის პროცესი გამჭვირვალეა და დამოუკიდებლად მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ SKYTRAX-ის ჯილდოს მოპოვებას ყველა მოწიწებით ეკიდება.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]