დოკუმენტაცია და პროცედურები: როგორ მივიღოთ იტალიაში მუდმივი ბინადროების უფლება
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

დოკუმენტაცია და პროცედურები: როგორ მივიღოთ იტალიაში მუდმივი ბინადროების უფლება

იტალიაში 5 წლით ლეგალურად ცხოვრების შემდეგ, შესაძლებელია მუდმივი ბინადრობის უფლების მიღება – permesso di soggiorno per soggiornanti di lungo periodo (SLP), ადრე მას უწოდებდნენ carta di soggiorno.

განცხადების გაკეთება შესაძლებელია საფოსტო განყოფილებებში ან ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოებში (comune). რასაც თან უნდა დაერთოს შემდეგ დოკუმენტაცია:

პასპორტის ასლი;
შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ცნობა იტალიის ტერიტორიაზე ნასამართლეობის არქონის შესახებ;
ცნობა იმის შესახებ, რომ განმცხადებელს გააჩნია საცხოვრებელიადგილი;
ბოლო ერთი წლის კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები;
მოწმობა საცხოვრებელი ადგილიდან და ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ;
მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
განაცხადის გაკეთებისას აუცილებელია იტალიური ენის გამოცდის ჩაბარება.

მუდმივი ბინადროების უფლების მიღება იტალიაში უცხოელს ანიჭებს ყველა უფლებას, რომლითაც სარგებლობს იტალიის მოქალაქე, გარდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა.

საბუთის შეცვლა აუცილებელია ყოველ ხუთ წლიწადში, ცვლილებისთვის საჭირო აღარ არის დოკუმენტების ახლიდან მოგროვება: ფოტოსურათის შეცვლაც საკმარისია.

იტალიაში მუდმივი ბინადრობის უფლება შეიძლება პირს ჩამოერთვას, თუ:

რეზიდენტმა მიიღო ბინადროების უფლება კანონდარღვევით;
რეზიდენტი არ იმყოფებოდა ევროკავშირის ზონაში ზედიზედ 12 თვის განმავლობაში;
რეზიდენტმა მიიღო ევროპის სხვა ქვეყნის ბინადრობის უფლება;
რეზიდენტი არ იმყოფებოდა იტალიის ტერიტორიაზე 6 წელიწადი ან უფრო მეტი დროით;

თუ ფლობთ იტალიაში მუდმივი ბინადროების უფლებას, უცხოელს არანაკლებ 15 წლისა შეუძლია მიიღოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (carta d’identita).

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

მასალის გამოყენებისას აუცილებელია წყაროს მითითება

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]