ინდოეთის მთავრობა ავიაკომპანია Air India-ს ყიდის
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ინდოეთის მთავრობა ავიაკომპანია Air India-ს ყიდის

ინდოეთის მთავრობამ წამგებიანი ავიაკომპანია Air India-ს გაყიდვა გადაწყვიტა. ამ დროისათვის ავიაკომპანიის ვალი 8 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც ამ დროისათვის კომპანიის საბაზრო ღირებულებას შეესაბამება.

როგორც აუდიტის შედეგებიდან ირკვევა, კომპანიამ 2012-2015 წლებში მლრდ დოლარის ვალი დააგროვა. ინდოეთის მთავრობა Air India-ს პრივატიზაციას ადრეც გეგმავდა თუმცა არ გამოუვიდა. ჯერ კიდევ 2001 წელს ინდოეთის მთავრობამ Air India თითქმის Tata Group-სა და Singapore Airlines-ს მიყიდა, თუმცა ბოლო მომენტში Singapore Airlines-მა გარიგების დადება გადაიფიქრა.

ამ დროისათვის Tata და Singapore Airlines-ი ავიაკომპანია Vistara-ს ფლობენ, ასევე Tata-ს მფლობელობაშია ავიაკომპანიაAir Asia. ინდური მედიის ინფორმაციით, მთავრობა ავიაკომპანიის გასხვისების 3 ვარიანტს ამუშავებს, ესაა ავიაკომპანის წილის 100%-იანი, 74%-იანი და 51%-იანი გასხვისება. Air India-თან ერთად იგეგმება მისი შვილობილი 5 კომპანიის: Air India Charters Ltd, Air India Transport Services Ltd, Air India EngineerinG Services Ltd, Hotel Corporation of India და Alliance Air, გასხვისებაც. ინდური მედია არ გამორიცხავს, რომ Air India-ს შეძენით Tata Group-ი ისევ დაინტერესებული იყოს. ირკვევა ისიც, რომ Air India-ს ყიდვა სურს ინდურ ავიაკომპანია IndiGo-საც.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]