ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
კვლევის შედეგები: რომელი ავიაკომპანიაა ქართული ავიაბაზრის ლიდერი
ქვეყნის ავიაციის ლიდერი კომპანია ისევ თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია, რომელსაც 2017 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ბაზრის 12 %-ი უკავია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines-ი საქართველოში კვლავინდებურად ნომერ პირველია და ის 6 თვის განმავლობაში 189 542 მგზავრს მოემსახურა.
ავიაციის ბაზრის ერთნაირ წილობრივ მაჩვენებელს ფლობენ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, უკრაინული ავიაგადამზიდავი Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) და უნგრული „ლოუკოსტერი “Wizz Air-ი, რომლებიც გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 9-9 %-ს აკონტროლებენ.
გასული წლის, იანვარ-ივნისის მონაცემებით, Turkish Airlines-ი ბაზრის 19%-ს ფლობდა, ანუ მიმდინარე წლისთვის მისი წილი 7%-ითაა შემცირებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავიაკომპანიას გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკადი შეუუმცირდა. უბრალოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე ახალი ავიაკომპანია შემოვიდა და ასევე გაიზარდა მგზავრთნაკადიც, შესაბამისად ქართული ავიაბაზრის წილობრივი მაჩვენებელიც დაკორექტირდა.
გასული წლის 6 თვეში, მიმდინარე წლის ანალოგიური პერიოდის მსგავსად, ერთნაირი პროცენტული მაჩვენებლები აქვთ Georgian Airways-სა და FlyUIA-ს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ გასული წლის იანვარ-ივნისში ისინი 10-10%-ის მფლობელები იყვნენ.
გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 6-6 %-ის მფლობელები არიან რუსული ავიაკომპანია Aeroflot-ი და არაბული Flydubai. რაც შეეხება რუსულ S7-ს, ის ქართული ავიაბაზრის 5%-იანი წილის მფლობელია.
თურქული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Pegasus Airlines-ს, 2017 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, 4%-ი აქვს.
2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ბაზრის 3-3%-იანი წილის მფლობელები არიან QatarAirways-ი, Ural Airlines-ი დ el al israel airlines-ი.
ბაზრის 2-2%-იან წილს ფლობენ Air Arabia, Lufthansa, Atlasglobal-ი, AZAL-ი, Air Astana, Pobeda Airlines-ი, Belavia, Taban Air-ი და LOT-ი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზრის 9 %-ის მფლობელი ეროვნული ავიაგადამზიდავი, ხოლო 91 %-ს უცხოური ავიაკომპანიები აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტები 49%-ით მეტ მგზავრს მოემსახურნენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ 2017 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნის აეროპორტების, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, სულ 1 მლნ 609 ათას 183 მგზავრმა ისარგებლა. 2016 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნის აეროპორტების სერვისი 1 მლნ 82 ათას 828 მგზავრმა მიიღო, შესაბამისად ზრდამ 48,61%-ი შეადგინა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტებმა 80,31%-ით მეტი მგზავრი მიიღეს ვიდრე 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში.

ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს