ქართველებისთვის საცხოვრებლად სასურველი ქვეყნები - ACT-ის კვლევის შედეგები
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ქართველებისთვის საცხოვრებლად სასურველი ქვეყნები – ACT-ის კვლევის შედეგები

“ეისითი” დაინტერესდა, თუ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდნენ თბილისელები და არის თუ არა საქართველო ის ქვეყანა, სადაც ცხოვრება ყველაზე სასურველია.

თბილისის მაცხოვრებლების ნახევარზე მეტისთვის საქართველო რჩება საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად – ნებისმიერი ქვეყნის არჩევის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაშიც 55%-ი საქართველოს აირჩევდა.

საქართველოს გარდა, სასურველ საცხოვრებელ ადგილებად ძირითადად დასავლეთის ქვეყნები დასახელდა. მათ შორის წამყვანი ადგილი უკავია გერმანიას (9%), აშშ-ს (8%), იტალიას (7%). საგულისხმოა, რომ თბილისის მაცხოვრებლების 3%-ი რუსეთში ისურვებდა ცხოვრებას.

რაც შეეხება საქართველოს ქალაქებს – უმრავლესობა დედაქალაქს არ დატოვებდა (თბილისი – 80%). თბილისის შემდეგ ყველაზე სასურველი ქალაქი ბათუმია – 6% თბილისის მაგივრად ბათუმში იცხოვრებდა, ხოლო 2%-ს სოხუმში სურს ცხოვრება.

სტატისტიკა

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება მერყეობს 3.0%-6.5%-იან შუალედში.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]