ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ომელიანი FlyUIA-ს ხელმძღვანელობას 400 მლნ გრივნას დავალიანებას ახსენებს
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმირ ომელიანმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია FlyUIA-ს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 400 მლნ გრივნას დავალიანება გააჩნია.
„გულწრფელად ვურჩევდი FlyUIA-ს მფლობელებს და ხელმძღვანელობას, კონცენტრირება გააკეთონ სახელმწიფოს მიმართ არსებული 400 მლნ-იან დავალიანებაზე, რომელიც მათ დნეპროს აეროპორტის განვითარებისთვის და სხვა საკითხებისთვის აიღეს“, – განმარტავს ინფრასტრუქტურის სამინისტრო მინისტრის პოზიციას.
შეგახსენებთ, რომ FlyUIA სასამართლოს ძალით ავიაკომპანია Ryanair-სა და ლვოვის აეროპორტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს.
„მივიღე ინფორმაცია FlyUIA-ს სარჩელების შესახებ. პირველია გაუქმდეს ხელშეკრულება Ryanair-სა და ლვოვის აეროპორტს შორის. მეორე აეკრძალოს სასამართლოს Ryanair-ის სასარგებლო ქმედებები და მესამე: ტორტზე ბოლო შტრიხი – Ryanair-ის შესაძლო შემოსვლის გამო FlyUIA-ს ფასების დაწევა მოუხდა და ამ ფონზე ზარალი განიცადა. ამიტომ „ეროვნული“ ავიაკომპანია სასამართლოს სთხოვს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მას „დაკარგული“ 10 მლნ გრივნა აუნაზღაუროს,” – აცხადებს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს