Turkish Airlines-სა და Scat-ის თვითმფრინავები შეეჯახნენ
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

Turkish Airlines-სა და Scat-ის თვითმფრინავები შეეჯახნენ

ავიაკომოპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში, კუდის ნაწილში დაზიანება მიიღო, – ინფორმაციას Haber7 ავრცელებს.

ვებ-პორტალის ინფორმაციით, ყაზახური ავიაკომპანია Scat-ის თვითმფრინავი აქტაუს მიმართულებიოთ რეისის შესასრულებლად ემზადებოდა და ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მანევრირებდა.

Turkish Airlines-ის თვითმფრინავი კი ბუქსირით გადაჰყავდათ და სწორედ ამ დროს Scat-ის თვითმფრინავი თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავის კუდს გამოედო. ამ ფაქტის გამო Turkish Airlines-ს რეისის გადადება მოუხდა და 286 მგზავრი დანიშნულების ადგილზე სხვა ბორტით გაამგზავრა.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]