FlyUIA Ryanair-ს უკრაინაში ელოდება
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

FlyUIA Ryanair-ს უკრაინაში ელოდება

ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი უკრაინიდან წასვლას არ აპირებს.

სკანდალი და აჟიოტაჟი, რომელიც უკრაინაშია მიანიშნებს ერთ რამეზე – Ryanair-ი ქვეყანაში ოპერირებას აპირებს, – ასეთი მოსაზრება კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე FlyUIA-ს პრეზიდენტმა იური მიროშნიკოვმა გამოთქვა.

„თქვენ დარწმუნებულნი ხართ, რომ მან (Ryanair ) ვერ შეძლო? მე მაქვს განცდა, რომ ეს მისი მეთოდებია ახალ ბაზარზე შესვლისთვის – სკანდალი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ ყველას ყურადღება მიიპყრო. მე არ მაქვს შეგრძნება, რომ პრაქტიკულად Ryanair-ზე რაღაც უნიკალური ხდება.

მისი გამოცდილების შესწავლით, თქვენ დაინახავთ, რომ ბევრ სხვა ქვეყანაში, ქალაქში, აეროპორტში იგივე პროცესები მიმდინარეობდა. დარწმუნებული ვარ, საქმე მარცხთან არ გვაქვს, არამედ პროცესების გაგრძელებასთან Ryanair-ის უკრაინაში შემოსასვლელად“, – აღნიშნა მიროშნიკოვმა.

FlyUIA-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ავიაკომპანიას ხელი არ შეუშლია და არც მომავალში აპირებს, Ryanair -ის უკრაინაში შემოსვლას ხელი შეუშალოს.

მიროშნიკოვმა აღნიშნა ისიც, რომ Ryanair -ი უკრაინაში შემოვა, მაგრამ ნორმალური პირობებით, რომელიც ბაზრის სხვა მოთამაშეების ინტერესების დისკრიმინაციას არ მოახდენს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]