ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 13.6%-ით გაიზარდა
საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 13.6%-ით არის გაზრდილი.
„საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2017 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემებით, “საქაერონავიგაცია” 64 407 ფრენას მოემსახურა. მათივე ინფორმაციით, გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი/გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.
2017 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 16 477 ფრენა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4 420 ფრენით, ანუ 36.7%-ით მეტია.
რაც შეეხება ტრანზიტულ რეისებს ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 47 930 ფრენა შეადგინა, რომელიც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3 309 ფრენით, ანუ 7.4%-ით მეტია.
2017 წლის 6 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 19 747 666 კმ-ს შეადგენს, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 664 083 კმ-ით მეტია.
საქართველოს აეროპორტებიდან წელს ფრენები 72 მიმართულებით ხორციელდება, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 16-ით მეტია. პირდაპირი რეისით გაფრენა შესაძლებელია 29 ქვეყანაში (გასულ წელს იყო 22). ზაფხულის სეზონზე, კვირის განმავლობაში დამტკიცებულია 450 სიხშირე (2016 წელს ფრენები 365 სიხშირით სრულდებოდა).
წლევანდელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში ფრენებს 47 ავიაკომპანია ახორციელებს.
შპს “საქაერონავიგაცია” საქართელოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. 2016-2017 წლებში არსებულს დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შედეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთვის.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს