ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ქუთაისის აეროპორტში მეორე ტერმინალი აშენდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ტერმინალის მიმდებარედ ახალი ტერმინალი აშენდება. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 17 აგვისტოს იწურება.
პროექტის მიხედვით, ახალი ტერმინალის ღირებულება 23 305 085 ლარი იქნება და მისი მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 140 დღეში უნდა დასრულდეს. ეს კი ნიშნავს, რომ დაახლოებით 6–7 თვეში ქუთაისის აეროპორტის პოტენციალი დაახლოებით გაორმაგდება.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პრეტენდენტს ბოლო 2013 წლის 1–ლი იანვრიდან – 2017 წლის 1–ელ იანვრამდე წლიურად შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 000 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით; პრეტენდენტს 2013 წლის 1–ელ იანვრიდან – წინამდებარე ტენდერის გახსნის დღემდე აშენებული უნდა ჰქონდეს 1 შენობა-ნაგებობა, რომლის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 25.000.000 ლარს დღგ-ს ჩათვლით ან 2 შენობა-ნაგებობა რომელთა ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 25 000 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
ამასთან, პრეტენდენტს 2013 წლის 1 იანვრიდან – წინამდებარე ტენდერის გახსნის დღემდე, უნდა გააჩნდეს: საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე 1 (ერთი) ისეთი ობიექტის მშენებლობის გამოცდილება, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით მიეკუთვნება მე-5 კლასის მშენებლობას, რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს მშენებლობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია.
რაც შეეხება ზოგადად ქუთაისის აეროპორტის სტატისტიკას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წელს ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 86%-ით არის გაზრდილი.
2016 წლის 7 თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა – 107 949 მგზავრით მეტი.
ქუთაისის აეროპორტის უპირატესობა თბილისის აეროპორტთან შედარებით არის ავიაკომპანიებისთვის დაწესებული დაბალი მოსაკრებელი, რის გამოც აღნიშნული აეროპორტიდან ე.წ. ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს რეისების შესრულება შეუძლიათ.
დღეისთვის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს. ყველაზე მეტ რეისს უნგრული Wizzair ასრულებს.
აეროპორტის ოპერატორია სახელმწიფო კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
კომერსანტი
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს