Pegas Fly მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენას იწყებს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

Pegas Fly მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენას იწყებს

რუსულ ავიაკომპანია Pegas Fly-ს მოსკოვის ჟუკოვსკის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით სურს ფრენა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში „ჯი-ეიჩ-ენს“ უთხრეს, რომ ავიაკომპანიამ შესაბამისი განაცხადი უკვე წარადგინა და სააგენტომ ავიაკომპანიის მოთხოვნისა და წარდგენილ დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო.

როგორც ცნობილია, ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 5 აგვისტოდან ფრენები უკვე დაიწყო Ural Airlines-მა.

შეგახსენებთ, რომ ჟუკოვსკის აეროპორტი 2016 წლის მაისში გაიხსნა და პირველი რეისი სექტემბერში მიიღო. დღეისათვის აეროპორტი ემსახურება რუსულ ავიაკომპანიებს Ural Airlines-სა და Pegas Fly-ს, ასევე ყირგიზულ Air Manas-ა და Avia Traffic Company-ს, ბელორუსულ Belavia-ს, თურქულ Onur Air-სა და SunExpress.

გახსნის დღიდან 2016 წლის ბოლომდე აეროპორტი 53 ათას მგზავრს მოემსახურა, ეს იმ ფონზე, როდესაც აეროპორტის მენეჯმენტის გათვლებით აეროპორტის მომსახურებით 350-400 ათასი მგზავრი ისარგებლებდა. 2017 წლის გეგმა კი 1,5 მლნ მგზავრია.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]