ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რომელია გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ნომერ პირველი ავიაკომპანია
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ 2017 წლის მიმდინარე ზაფხულის სეზონისთვის TOP-5 ავიაკომპანიის რეიტინგს აქვეყნებს,, რომლებიც ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ.
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, „საუკეთესო ხუთეულს“ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ხნის, რომელიც რეიტინგში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ნომერ პირველი ავიაკომპანიაა.
რეიტინგში მეორე პოზიციაზეა თურქული Turkish Airlines-ი, ხოლო მესამეზე – Ukraine International Airlines-ი (FlyUA).
რაც შეეხება რუსულ ავიაკომპანია Aeroflot-ს ის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო მეხუთე ადგილს არაბეთის გაერთიანებული საემიროებისავიაგადამზიდავი Flydubai იკავებს.
მას ასე, „ტავ ჯორჯიას“ ვერსიით, 2017 წლის მიმდინარე ზაფხულის სეზონისთვის TOP-5 ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Georgian Airways;
Turkish Airlines;
Ukraine International Airlines;
Aeroflot;
Flydubai;
შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-ის მენეჯმენტი ხშირად მგზავრთნაკადის სიმცირეზე ამახვილებს ყურადღებას და კონკურენტ ავიაკომპანიებს, მათ შორის Turkish Airlines-სა და Aeroflot-ს ქართულ ბაზარზე დემპინგური ფასების არსებობაში ადანაშაულებს.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს