ფრენების სიხშირე: ბაქო-თბილისის მიმართულებით AZAL-ის ნაცვლად Buta Airways-ი იფრენს
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ბაქო-თბილისის მიმართულებით AZAL-ის ნაცვლად Buta Airways-ი იფრენს

ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას 1 სექტემბრიდან, “აზერბაიჯანის ავიახაზების” (“AZAL”) ნაცვლად, ამავე ავიაკომპანიის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველი Buta Airways დაიწყებს.

თავდაპირველად ავიაკომპანიების ჩანაცვლება 4 სიხშირეზე მოხდება, 29 ოქტომბრიდან, ყველა რეისს აღნიშნულ მიმართულებაზე Buta Airways-ი შესრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბერი – 24 მარტი) საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის ავიამიმოსვლა გაზრდილი სიხშირით განხორციელდება. ფრენები არსებული 10 სიხშირის ნაცვლად, კვირაში 14 სიხშირით (დღეში ორჯერ) Embraer E190 / E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 9 აგვისტოს მიანიჭა.

Buta Airways-ი დაფუძნებულია დაბალბიუჯეტიან (Low Cost) მოდელზე და სამგზავრო საავიაციო მიმოსვლის დაწყებას 1 სექტემბრიდან გეგმავს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]