რჩევები: როგორ ვიმოგზაუროთ ნაკლები დანახარჯით
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

რჩევები: როგორ ვიმოგზაუროთ ნაკლები დანახარჯით

ცნობილი გამონათქვამის თანახმად, „მოგზაურობა ერთადერთი რამაა, რაც ადამიანს ამდიდრებს“, თუმცა, თანამედროვე ეპოქაში საოცნებო ქალაქების მონახულება იმდენად ძვირი სიამოვნებაა და ბევრი უარსაც კი ამბობს მოგზაურობაზე. გთავაზობთ ფულის დაზოგვის რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელთაც გამოცდილი მოგზაურები მიმართავენ.

„შედგენილი მარშრუტები“ – ე.წ. შედგენილი მარშრუტი ანუ მოგზაურობის დროს ავიაკომპანიის და ტრანსპორტის ხშირი მონაცვლეობა, საკმაოდ სოლიდურ თანხას დაგიზოგავთ.

„ფარული“ ქალაქი – ხშირად რეისი А-დან В ქალაქში ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე რეისი А-დან С ქალაქამდე В ქალაქში გადაჯდომით. თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი ამგვარ რეისზე და არ გამოიყენოთ ფრენის ე.წ. მეორე სეგმენტი („ფარული“ ქალაქებით მარშრუტის შედგენა ონლაინ-სერვისის Skiplagged ან Flyshortcut დახმარებით შეგიძლიათ).

ავტომობილის ქირაობა – მანქანის დაქირავება ქალაქებს შორის გადაადგილებისთვისაა მოსახერხებელი, ქალაქში კი, ავტომობილი მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით, რადგან მუდმივად მოგიწევთ გასაჩერებელი ადგილის ძებნა, რომელიც მეტწილად ფასიანია. ფინანსების და დროის ეკონომიის მიზნით ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან იქირავეთ ველოსიპედი.

იაფად მოგზაურობა

სპეცშეთავაზება – სატრანსპორტო კომპანიები ხშირად სთავაზობენ ტურისტებს მიმზიდველ ფასებს. მაგალითად ბავარიის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მთელი დღე-ღამე მგზავრობა სულ რაღაც 31 ევრო ღირს, მაშინ როცა, მიუნხენიდან ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრემდე მხოლოდ ერთჯერადი ბილეთის შეიძენა დაგიჯდებათ ამდენივე, ბრიტანეთში კი, ორი სარკინიგზო ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ ერთის ფასად.

მსუბუქად მოგზაურობა – ბაგაჟის გარეშე მოგზაურობა ფინანსების დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან ზოგიერთი ავიაკომპანია მომხმარებელს ბევრად შეღავათიან ფასად სთავაზობს მსუბუქად მგზავრობას. მაგალითად, დანიის ქალაქ ბილუნდადან ბერლინში გადაფრენას ავიაკომპანია Ryanair სულ რაღაც 1 ევროდ ახორციელებს, ბაგაჟის გადატანა კი, სულ მცირე 15-ჯერ ძვირი ღირს.

იაფად მოგზაურობა

აპარტანენტები – აპარტამენტებში დაბინავების მთავარი უპირატესობა სამზარეულო და ადგილობრივი პროდუქტით სადილის დამოუკიდელად მომზადების საშუალებაა, რაც დროსაც დაგიზოგავთ და ფინანსებსაც (აპარტამენტების დაჯავშვნის ყველაზე ცნობილი სერვისები: Airbnb, HomeAway, 9Flats, Thehomelike).

უფასო მუზეუმები – სასურველი მუზეუმის უფასოდ მოსანახულებლად მთავარია სწორად შეარჩიოთ დღე და საათი. მაგალითად, კოლიზეუმი ყოველი თვის პირველ კვირადღეს მასპინძლობს ტურისტებს უფასოდ, მადრიდის პრადოს უფასოდ სტუმრობა კი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით შეგიძლიათ,18:00-დან 20:00-მდე.

იაფად მოგზაურობა

ადგილობრივი ვალუტა – ზოგიერთ ქვეყანაში ბარათით გადახდისას თავად შეგიძლიათ აირჩიოთ ვალუტა ანგარიშის გასასწორებლად. ისარგებლეთ მხოლოდ ადგილობრივი ვალუტით, რადგან უცხოური ფულის გამოყენებისას კონვერტაცია სულ მცირე ორმაგდება.

კონკრეტული თარიღები – არ ღირს დაგეგმოთ ფრენა კონკრეტულ დღეს, რადგან ხშირად, რეისი არჩეულ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე ან გვიან, ბევრად იაფია. შეარჩიეთ „მომგებიანი“ დღე დაბალი ფასების კალენდარის მიხედვით.

იაფად მოგზაურობა

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]