ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
“მემინგენის აეროპორტში დარჩენილ ყველა მგზავრს კომპანია „ვიზეარი“ ხარჯებს აუნაზღაურებს”
მემინგენის აეროპორტში დარჩენილ ყველა მგზავრს კომპანია „ვიზეარი“ ხარჯებს აუნაზღაურებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ განუცხადა.
როგორც მან განმარტა, აეროპორტების გაერთიანებას ჰქონდა კომუნიკაცია ავიაკომპანიასთან, სადაც განმარტეს, რომ მგზავრებს ყველანაირ ხარჯებს აუნაზღაურებენ.
ამასთან, ალექსიძის თქმით, კომპანიაში განმარტეს, რომ მგზავრებს ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად ბილეთის გადაცვლაც შესთავაზეს.
მემინგენი – ქუთაისის ავიარეისი რომელიც წუხელ უნდა შესრულებულიყო, საბოლოოდ გაუქმდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში განუცხადეს, რეისის გაუქმების მიზეზი უამინდობა იყო.
ქუთაისი – მემინგენის რეისი, რომელიც გუშინ წინ ქუთაისიდან გაფრინდა, მემინგენში არსებული ძლიერი ელჭექის გამო, მიუნხენში დაფრინდა. ასევე, ელჭექის გამო გაუქმდა ქუთაისის მიმართულებით ფრენა.
მგზავრების თქმით, ახალი რეისი 24 აგვისტოს დაინიშნა, იქამდე კი სასტუმროებში საკუთარი სახსრებით დაბინავდნენ.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს