ფასები: ევროპის რომელ ქალაქებში შეგიძლიათ შემოდგომაზე ყველაზე იაფად დასვენება
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ფასები: ევროპის რომელ ქალაქებში შეგიძლიათ შემოდგომაზე ყველაზე იაფად დასვენება

თუკი შვებულება შემოდგომისთვის შემოინახეთ და მის გატარებას რაც შეიძლება კულტურულად აპირებთ, სასურველი ქალაქის შერჩევაში “Telegraph” დაგეხმარებათ.

გამოცემამ ყველაზე კულტურული და თან ხელმისაწვდომი ქალაქების სია გამოაქვეყნა და წელს ლიდერი პრაღა გახდა. ჩეხეთის დედაქალაქი ვიზიტორებს განსხვავებულ მიმართულებებს – მუზეუმებს, გალერეებს, საინტერესო გამოფენებს, ოპერას, ცეკვის შოუებსა თუ კლასიკურ კონცერტებს სთავაზობს. ამასთან, ქალაქში ერთი შაბათ-კვირის გატარება მხოლოდ 93,58 ევრო ღირს, როცა ბარსელონაში იგივე პერიოდს მინიმუმ 313,12 ევრო სჭირდება. შესაბამისად, კატალონიის დედაქალაქი ყველაზე ბიუჯეტურთა სიის ბოლოში მოექცა.

რაც შეეხება მეორე პოზიციას, მას ვარშავა იკავებს და კულტურული დასვენება იქ 93,97 ევრო ღირს.

დაბოლოს, ლიდერთა სამეულს უნგრეთი და მისი დედაქალაქი ასრულებს. ბუდაპეშტში შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარება 111,58 ევრო დაგიჯდებათ.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]