ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
Bloomberg-ის კვლევა: სიდნეიდან ტორონტომდე – სად რა ღირს კერძო სექტორში დასვენება?
სააგენტო Bloomberg–მა Airbnb-ის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მსოფლიოს პოპულარულ ქალაქებში ღამის გათევის ხარჯები დაითვალა.
თუ თქვენ ცდილობთ იმოგზაუროთ ამა თუ იმ ქვეყანაში თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში, Airbnb-ის და Bloomberg-ის მონაცემები დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რა დაგიჯდებათ ღამის გათევა კერძო სექტორში – ბოლო პერიოდში ამ ტიპის სერვისი სულ უფრო პოპულარულია ტურისტულ ბიზნესში.
მისი მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ საქმის წამოწყება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს უძრავი ქონება – თანაც, ამას არ ჭირდება დიდი ინვესტიციები და დანახარჯები. ტურისტებისთვის ეს მომსახურება მომგებიანია იმიტომ, რომ არის უფრო იაფი ვიდრე სასტუმრო.
Bloomberg-ის რეიტინგი შედგენილია ბინების საშუალო ფასების მიხედვით, ამიტომაც ეს არ არის საბოლოო მონაცემები – არის მრავალი სხვა ვარიანტი – უფრო იაფი და უფრო ძვირიც.
კერძო სექტორში ღამის გათევა ყველაზე ძვირია აშშ-ს მთავარ საკურორტო ქალაქ მაიამიში – ერთი ღამე ღირს 190 დოლარი.
ტოპ-ხუთეულში შედის ქალაქი, რომელიც მაიამის სრული ანტიპოდია – გეოგრაფიით, კლიმატით, ამინდით, კულტურით და არქიტექტურით – ეს არის ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი – ღამის გათევა კერძო ბინაში ორი ადამიანისთვის ღირს საშუალოდ 171 დოლარი.
ათეულში შესული სხვა ქალაქები მდებარეობს შედარებით ძალიან თბილ ქვეყნებში – დუბაი (180 დოლარი), სან-ფრანცისკო (173), სიდნეი და ვაშინგტონი (155). ამ ქალაქების ჩამონათვალში არის მხოლოდ ერთი შედარებით ცივი, თუმცა მისი კლიმატი კონპენსირდება მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით – ეს არის შოტლანდიის დედაქალაქი ედინბურგი (156 დოლარი).
კონტინენტალურ ევროპაში ყველაზე ძვირი ქალაქია ამსტერდამი – ერთი ღამე კერძო სექტორში საშუალოდ ღირს 144 დოლარი.
საგულისხმოა, რომ Bloomberg-მა ჩაატარა კვლევა პერიოდში, როდესაც რეიტინგში მოხვედრილ ქალაქებში არ არის არანაირი ზეიმი, ფესტივალი, ახალი წელი, შობა და ა.შ. ანუ, ფასები დამახასიათებელია ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული პერიოდებისთვის.
ამ კვლევის მიხედვით, 138 დოლარი ღირს ღამის გათევა სტოკჰოლმში. მხოლოდ 2 დოლარით იაფია ლონდონი. იგივე პოზიციაზეა შვეიცარიული ციურიხი – ეს აძლევს მოგზაურებს ფულის დაზოგვის საშუალებას, რაც არ იქნება ზედმეტი – ციურიხი ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქად მოკლევადიანი მოგზაურობისთვის.
აზიაში ყველაზე ძვირი ქალაქია ჰონკონგი, რაც არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ ტერიტორიის სიმცირეს და მოსახლეობის რაოდენობას – ამ ქალაქში თქვენ გაათენებთ ღამეს 124 დოლარად.
მოსახლეობის სიმჭიდროვით რიო-დე-ჟანეირო ჰონკონგზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, თუმცა, ღამის გატარება არც იქ არის იაფი – 117 დოლარი, თანაც ეს 2%-ით ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს.
Airbnb-სთვის ყველაზე დიდ ბაზარს წარმოადგენს პარიზი, თუმცა გამქირავებლებს შორის მაღალი კონკურენცია, რომელმაც წესით უნდა დაწიოს ფასები, კომპენსირდება იმით, რომ ქალაქის მერიის მოთხოვნით, მთავრობამ დაბეგრა ისინი გადასახადით.
ლამაზი ქალაქი კარგი ლუდით – მიუნხენი – იქ ღამის გათევა ღირს 109 დოლარი. იმდენივე, რამდენიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში. 10 დოლარით ნაკლები დაგჭირდებათ რომში. კანადის ყველაზე ძვირი ქალაქია ვანკუვერი – იქ ერთი ღამე ღირს 98 დოლარი, არც თუ ბევრად იაფია კანადის სხვა ქალაქი – მონრეალი და ტორონტო – 90 დოლარი. სამაგიეროდ, 76 და 66 დოლარი დაგიჯდებათ ღამის გათევა ოტავაში და საკურორტო ქალაქ კალგარიში. ერთი ღამე სინგაპურში ღირს იმდენივე, რამდენიც ერთი ღამე მილანში – 96 დოლარი.
ნიუ-იორკი და ყატარის დედაქალაქი დოჰა ცნობილები არიან ცათაბჯენებით, ღამის გათევის ფასიც ერთნაირია – 92 დოლარი – ეს 40%-ით ნაკლებია, ვიდრე 1 წლის წინ.
ფასები შემცირდა ტოკიოში – თუმცა მხოლოდ 4%-ით, ამჟამად იაპონიის დედაქალაქი დაეწია ნიუ-იორკს და დოჰას.
ნიგერიული ქალაქი ლაგოსი სწრაფად ვითარდება, შესაბამისად, ძვირდება საცხოვრებელი ფართიც – 89 დოლარი 1 ღამე. თუმცა ეს უფრო იაფია, ვიდრე სამხრეთ აფრიკულ კეიპტაუნში (115). მაგრამ უფრო ძვირია, ვიდრე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყველაზე დიდ ქალაქ იოჰანესბურგში.
ლაგოსისგან განსხვავებით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში არის მსოფლიოში განთქმული ოპერა და მრავალი სხვა ღირსშესანიშნაობა, მაგრამ ღამის გათევა იქ უფრო იაფია, ვიდრე ლაგოსში – 88 დოლარი.
ბოლო წლებში მატულობს ტურისტების რაოდებობა აქამდე შედარებით ნაკლებად ცნობილ აბუ-დაბიში – იქ ერთი ღამე ღირს 76 დოლარი, რაც ბევრად უფრო იაფია, ვიდრე პოპულარულ დუბაიში – 180 დოლარი.
პრაღა – სილამაზის, ისტორიის და სიიაფის შესანიშნავი სინთეზია – 76 დოლარი. მას მიყვება ტალინი (74), და რიგა – 66 დოლარი.
ბუდაპეშტი ასევე განთქმულია ოპერით, სასახლეებით და აბანოებით, თანაც ეს ყველაფერი არც თუ ისე ძვირია – ერთი ღამის გათევა უნგრეთის დედაქალაქის კერძო სექტორში ღირს სულ რაღაც 69 დოლარი.
ცათამბჯენების და გარე რეკლამის მხრივ ჩინურმა შანხაიმ ალბათ, უკვე გაუსწრო სამხრეთ კორეულ სეულს, თუმცა ღამის გათევა მოგზაურს იქ დაუჯდება ერთი და იგივე თანხა – 68 დოლარი. არგენტინული ტანგოს და ბუენოს-აირესის სხვა ღირსებების ნახვა ღირს ღამეში 64 დოლარი.
Bloomberg-ის მიერ გაანალიზებულ ქალაქებს შორის დასავლეთ ევროპაში ყველაზე იაფია ტულუზა (საფრანგეთი). ქვეყნის სიდიდით მე-4 ქალაქი, კულტურული, მეცნიერული და სამრეწველო ცენტრი გამოირჩევა ძველი, შუასაუკუნოვანი არქიტექტურით. არაა გამორიცხული, რომ 59 დოლარად გაატაროთ ღამე ძველ ისტორიულ სახლში.
58 დოლარად აქირავებენ ბინებს მოსკოველები, 57-ად პეტერბურგელები და პეკინელები. თურქეთში ყველაზე პოპულარულია როგორც წესი საზღვაო კურორტები, თუმცა არანაკლები მოთხოვნაა სტამბოლზე, მით უმეტეს, რომ ღამის გათევა იქ გაიაფდა 14,5%-ით და ამჟამად ეს მაჩვენებელი შეადგენს 53 დოლარს.
იმისთვის, რომ ნახოთ მშვენიერი კიევი, დაგჭირდებათ 49 დოლარი ორ პერსონაზე. ბანგკოკში, ლონდონსა და პარიზში მსოფლიოში ყველაზე მეტი ვიზიტორია, თუმცა ტაილანდის დედაქალაქში ღამის გათევა შეუდარებლად უფრო იაფია – 44 დოლარი. კიდევ ნაკლებია საჭირო ინდონეზიის დედალალქ ჯაკარტაში, რომელიც იკავებს რეიტინგის ბოლო ადგილს – მხოლოდ 38 დოლარი ერთ ღამეში.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს