თბილისის აეროპორტში მგზავრებს უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

თბილისის აეროპორტში მგზავრებს უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ.

სერვისის ამოქმედებაზე თბილისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ უკვე ასევე დაანონსა ახალი კვების ობიექტების გახსნის შესახებაც.

15 სექტემბრიდან ახალი მოფრენის დარბაზში მგზავრებს მყუდრო გარემოსა და კერძების ფართო არჩევანს, ხის ინტერიერით მოწყობილი Brewmark Pub Tbilisi შესთავაზებს. ოქტომბრის ბოლოდან კი BUS GATE-ის ზონაში კიდევ ერთი, ახალი Need Stop-ის კაფე განთავსდება. აღსანიშნავია, რომ პირველი Need Stop-ის კაფე ახალი მოფრენის ტერმინალის გაფრენის ზონაში 12 ივლისიდან ფუნქციონირებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ყველა კვების ობიექტი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

წლის ბოლომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალში არსებული ყველა კაფე-რესტორნის რენოვაცია იგეგმება.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]