მიმართულებების სია: "საჰაერო ტაქსები" საქართველოში ნოემბრიდან იფრენს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

“საჰაერო ტაქსები” საქართველოში ნოემბრიდან იფრენს

ნოემბრიდან საქართველოში “საჰაერო ტაქსები” იფრენს. ამ ეტაპზე კომპანია “აჭარა ჯგუფი” ფრენებისთვის ლიცენზიას ელოდება, რის შემდეგაც სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, – ამის შეხსაბ “ბიზნესკონტაქტს” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ლიცენზიაზე განაცხადი ცოტა ხნის წინ გააკეთეს და ფიქრობენ, რომ ფრენებს 15 ნოემბრიდან დაიწყებენ.

კომპანიის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორი ოთო ბერიშვილი კი “ბიზნესკონტაქტთან“ აცხადებს, რომ მანამდე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და საფასო პოლიტიკისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

კომპანიას ამერიკიდან უკვე აქვს შეძენილი რვაადგილიანი ე.წ. Beechcraft, კომპანია საფრენ აპარატებს სამომავლოდ მოთხოვნის შესაბამისად დაამატებს.

ოთო ბერიშვილის თქმით, მსგავს მომსახურებაზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა, მიწოდების გარეშე, ის ვერ გაიზრდება, ამიტომ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოთხოვნა “საჰაერო ტაქსებზე“ დროთა განმავლობაში მოიმატებს.

საჰაერო ტაქსი პირველ ეტაპზე ყაზბეგის, ბათუმის, სვანეთის და სხვა მიმათულებით იფრენს, იქ, სადაც აეროდრომები არსებობს. მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჯგუფი სამომავლოდ თავადვე იზრუნებს, თუმცა, ამ ეტაპზე დეტალების გახმაურებისგან “აჭარა ჯგუფი” თავს იკავებს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]