საქართველოში საჰაერო ტვირთბრუნვა გაიზარდა
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

საქართველოში საჰაერო ტვირთბრუნვა გაიზარდა

საქართველოში საჰაერო ტვირთბრუნვა გაიზარდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 23 182. 669 ტონა შეადგინა, რაც 4 060.25 ტონით მეტია (+21.23%) ვიდრე 2016 წლის 8 თვეში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტებში 3 859-ით მეტი რეისი განხორციელდა.სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ – 13 708, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 11 388, ხოლო ჩარტერების 2 320. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 39.18%-ს შეადგენს.

15%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 8 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 83 196, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 95 677 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]