როდის არის ავიაბილეთები ყველაზე იაფი და როდის უნდა ვიმგზავროთ შეღავათიან ფასად
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

როდის არის ავიაბილეთები ყველაზე იაფი და როდის უნდა ვიმგზავროთ შეღავათიან ფასად

რომელ დღეს და რომელ საათზე უნდა შეიძინოთ ავიაბილეთი, იმისთვის რომ მაქსიმალურად დაზოგოთ ფინანასები? თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს ცნობილი Travel-ჟურნალისტი პიტერ გრინბერგი, რომელიც ძალიან კარგად არის გარკვეული მოგზაურობის საკითხებში. ამ სტატიიდან თქვენ გაიგებთ თუ რომელია იდეალური დრო და დღე იაფიანი ავიაბილეთის შესაძენად.

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას შეეცდება CBS News -ის travel-რედაქტორი პიტერ გრინბერგი (Peter Greenberg). მან პირად გამოცდილებაზე რამოდენიმე რჩევა ჩამოაყალიბა, რომელიც ეხება ავიაბილეთის შეძენის დღეს და დროს, რაც სამომავლოდ დაგეხმარებათ ფინანსების დაზოგვაში.

როდის?

როგორც წესი ავიაბილეთები გაყიდვაში გამოდის გამგზავრებამდე 330 დღით ადრე. მოგზაურების უმეტესი ნაწილის აზრით, ყველაზე საუკეთესოა ბილეთის შესაძენად გამგზავრებამდე 8 კვირით ადრე – 2 თვე.

გრინბეგი თვლის, რომ ავიაბილეთის შეძენის ყველაზე ოპტიმალური პერიოდია გამგზავრებამდე 45 დღე. ექვსი კვირა.

ნომერი პირველი შეცდომა, რომელსაც ბევრი ტურისტი უშვებს – ეს არის ბილეთის ძალიან ადრეული შეძენა. თუ თქვენი გამგზავრეება არ ემთხვევა მგზავრთა დიდ ნაკადს, მაგალითად როგორიცაა შობის დღესასწაული ან ახალი წელი, ასეთ პერიოდში ავიაბილეთს თუ შეიძენთ გამგზავრებამდე 45 დღით ადრე (შიდა ფრენებისთვის) და 60 დღით ადრე (საერთაშორისო ფრენებისთვის) ფინანასების დაზოგვის შანსი უფრო მაღალია.

ავიაკომპანიების კომპიუტერულ პროგრამებს არ შეუძლიათ გამოთვალონ ავიაბილეთის აქტუალური ფასი, ამის ნაცვლად ფასის ფორმულირება ხდება წინა წლის იმავე პერიოდის მგზავრთანაკადის მიხედვით. თუ ერთი წლის უკან რეისი სრულად შეივსო, ამ წელს ბილეთის ფასი იქნება მაღალი.

გარდა ამისა გრინბერგი აღნიშნავს გამგზავრების თარიღების მნიშვნელობას. თუ თქვენ არ გაქვთ წინასწარ მკაცრად განსაზღვრული თარიღები, მაშინ შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა. პიტერი გირჩევთ იმგზავროთ შუა კვირაში, ასეთ დროს უმეტესი რეისები გარდა ბიზნეს-მიმართულებებისა პრაქტიკულად ცარიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაბილეთები ამ რეისებზე ძალიან იაფი ღირს.

რომელ საათზე?

რაც შეეხება ავიაბილეთის შეძენის საუკეთესო დროს და დღეს, გრინბერგის აზრით ეს არის ოთხშაბათი, შუაღამე.

თუ თქვენ გსურთ შეიძინოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი, ამისთვის არსებობს სპეციალური X საათი. ეს არის ოთხშაბათი, 1:00 საათი (ღამის პირველი საათი). მთავარია თვალი მიადევნოთ იმ ადგილის დროის სარტყელს სადაც მდებარეობს ავიაკომპანია, რომლის ბილეთის შეძენაც გსურთ.

რატომ მაინცდამაინც სამშაბათი ღამიდან ოთხშაბათამდე? გრინბერგი გვიხსნის: ავიაკომპანიების უმეტესობა აცხადებს ფასდაკლებებს ზუსტად ამ პერიოდში..

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]