რომელია მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანა
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

რომელია მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანა

გამოკითხვაში „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანა“ შოტლანდიამ უკან ჩამოიტოვა კანადა, რომელიც მე-2 ადგილს დასჯერდა და ტურისტების მიერ დასახელებულ 20 ულამაზეს ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.

„ვინ უარყოფს, რომ ველური სანაპიროები, ღრმა ტბები და ციხე-კოშკები – განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობებია?”, – აცხადებენ გზამკვლევის ავტორები.

„რეიტინგში ასევე მოხვდა ახალი ზელანდია, ფინეთი, ნორვეგია და სამხრეთ აფრიკა. ინგლისი გავიდა მე-7 ადგილზე, ხოლო უელსმა მე-10 პოზიცია დაიკავა“, – წერს „The Independent“-ი.

შოტლანდიელ ტუროპერატორებს მიაჩნიათ, რომ გამოკითხვის შედეგები ქვეყანაში ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

„ძალიან გვიხარია, რომ შოტლანდიამ ასეთი შესანიშნავი შეფასება დაიმსახურა, თუმცა ეს შედეგი ნამდვილად არ გააკვირვებს არავის, ვინც ჩვენ ქვეყანაში ყოფილა“, – განაცხადა შოტლანდიის ეროვნული ტურისტული ორგანიზაციის „VisitScotland“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი თქმით, შოტლანდიაში ყოფნისას ტურისტს განსაკუთრებული გრძნობა ეუფლება, რომლის მსგავსსაც მსოფლიოში ვერსად ვერ განიცდით.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]