ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
უვიზო რეჟიმის ახალი სტატისტიკა: რამდენი ადამიანი არ დაბრუნდა ევროპაში გასული 86 500 ქართველიდან
2017 წლის 28 მარტიდან, ანუ უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, შენგენის ზონაში უვიზოდ საქართველოს 86 500 მოქალაქე შევიდა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თამარ ხულორდავამ მიაწოდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ზემოხსენებული 86 500 ვიზიტიდან საზღვრიდან გამობრუნების 266 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საერთო მონაცემის 0.3%-ია.
უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 18 სექტემბრამდე 174 დღეა გასული, შესაბამისად, გამოდის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ევროპაში უვიზოდ დღეში საშუალოდ 497 ვიზიტი ხორციელდებოდა. მონაცემები არ ასახავს საზღვრის სახმელეთო გადაკვეთებს.
“ეს არ არის ცუდი მონაცემი და მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირის მხრიდან რაიმე ხელოვნურ ბარიერებს ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილი არ აქვს. ჩვენი ინფორმაციით, [გამობურნების] შემთხვევები, რომლებიც დაფიქსირდა, მხოლოდ ობიექტურ მიზეზებს უკავშირდებოდა: დოკუმენტაცია არ იყო წესრიგში ან ადამიანს უფიქსირდებოდა დარღვევა, რა დროსაც მას არ ჰქონდა უფლება, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ისევ შესულიყო შენგენის ზონაში”, – აცხადებს ხულორდავა ნეტგაზეთთან საუბარში.
ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ევროპაში კანონიერად ყოფნის ვადას გადააცილა და უკან არ დაბრუნდა.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: netgazeti.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს