აშშ-მა ვიზების გაცემა გაამკაცრა: როგორ მივიღოთ აშშ-ს ვიზა ახალი წესებით
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

“ეისითი” დაინტერესდა, თუ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდნენ თბილისელები და არის თუ არა საქართველო ის ქვეყანა, სადაც ცხოვრება ყველაზე სასურველია.

თბილისის მაცხოვრებლების ნახევარზე მეტისთვის საქართველო რჩება საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად – ნებისმიერი ქვეყნის არჩევის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაშიც 55%-ი საქართველოს აირჩევდა.

საქართველოს გარდა, სასურველ საცხოვრებელ ადგილებად ძირითადად დასავლეთის ქვეყნები დასახელდა. მათ შორის წამყვანი ადგილი უკავია გერმანიას (9%), აშშ-ს (8%), იტალიას (7%). საგულისხმოა, რომ თბილისის მაცხოვრებლების 3%-ი რუსეთში ისურვებდა ცხოვრებას.

რაც შეეხება საქართველოს ქალაქებს – უმრავლესობა დედაქალაქს არ დატოვებდა (თბილისი – 80%). თბილისის შემდეგ ყველაზე სასურველი ქალაქი ბათუმია – 6% თბილისის მაგივრად ბათუმში იცხოვრებდა, ხოლო 2%-ს სოხუმში სურს ცხოვრება.

სტატისტიკა

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება მერყეობს 3.0%-6.5%-იან შუალედში.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ქართველებისთვის საცხოვრებლად სასურველი ქვეყნები – ACT-ის კვლევის შედეგები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შტატებში ჩასვლის მსურველებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა. ამის შესახებ ინფორმაციას სახლემწიფო მდივან რექს ტილერსონზე დაყრდნობით New York Times -ი ავრცელებს.

ახალი წესების თანახმად, ვიზის მიმღები პირი ვალდებულია აშშ-ში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში შეასრულოს ის მიზანი, რაც ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციაში მიუთითა. ადრე ეს წესი მხოლოდ 1 თვეზე ვრცელდებოდა.

იმ შემთხვევაში, თუ ვიზის მიმღები შტატებში ყოფნის პირველი სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში ყოფნის მიზნებს ცვლის, მაგალითად იწყებს მუშაობას, ქორწინდება აშშ-ის მოქალაზე და ა.შ. შესაბამისი უწყებები თვლიან, რომ მან იცრუა და “ყალბი ინფორმაცია” მიაწოდა ვიზის გამცემ ორგანოს.

გამოცემის ცნობით, ასეთ შემთხვევაში პირი შეიძლება ქვეყნიდან გააძევონ, ვიზის მეორედ მიღება კი გაუჭირდება.

გამოცემა ვიზებთან დაკავშირებულ სიახლეს ქვეყანაში საიმიგრაციის პოლიტიკის გატარებაზე პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ახალ ძალისხმევას უკავშირებს.

28 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კულტურული გაცვლითი პროგრამებისთვის ვიზების შემცირების საკითხს განიხილავს.

ივნისში აშშ-მ 6 მუსლიმური ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების წესები გაამკაცრა. ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეები ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათი ვიზიტის მიზანი საქმიანი შეხვედრა ან ახლო ნათესავების მონახულება იქნება.

ასევე ცნობილია, რომ ვიზის გაცემაზე ახალი წესები სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული სახელების მითითებასაც კი ითვალისწინებს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]