ავიაბილეთები 10 ევროდან: ავიაკომპანია Ryanair-ი საშემოდგომო ფასდაკლებას აცხადებს
032 205 44 43 [email protected]

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ავიაბილეთები 10 ევროდან: ავიაკომპანია Ryanair საშემოდგომო ფასდაკლებას აცხადებს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair საშემოდგომო ფასდაკლებაზე აცხადებს. მოგზაურობის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, აქციის ფარგლებში, ავიაბილეთები 9 ევროდ შეიძინონ.

ვებ-გვერდ Travelfree-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია 9.79 ევროდან ძალიან ბევრი მიმართულებით, ფაქტობრივად, მთელი ევროპის მასშტაბით.

აქციის დეტალები:

მიმართულება:
ევროპის ზონა

მოგზაურობის პერიოდი:
1 ოქტომბერი – 15 დეკემბერი 2017

მიმართულების მაგალითები:

Bratislava – Milan, Paris, Rome, Thessaloniki, Berlin, Brussels

Budapest – Corfu, Venice, Copenhagen, London, Palermo, Prague, Rome, Venice

Bucharest – Madrid, Athens, Milan, Palermo, Rome, Berlin

Berlin – Bologna, Pisa, Milan, Thessaloniki, Nis

Warsaw – Bologna, Edinburgh, London, Rome, Venice

Stockholm – Rijeka, Brussels, Krakow, Paris, Podgorica, Sofia

Copenhagen – Budapest, Brussels, Cologne, Edinburgh, Kaunas, London

Milan – Alicante, Budapest, Madrid, Malta, Prague, Vigo

London – Barcelona, Alicante, Brno, Faro, Genoa, Ibiza, Lisbon, Linz, Malaga, Mallorca, Porto

Kaunas – Copenhagen, London

Riga – Milan, London, Berlin, Frankfurt, Bremen, Brussels

Vilnius – Milan, Paris, Berlin, Frankfurt, London, Oslo

Brussels – Bari, Corfu, Naples, Palermo, Barcelona, Bratislava, Nador, Pula

Eindhoven – Faro, Barcelona, Venice, Ibiza, Prague, Brindisi

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ Ryanair-მა ბარგთან დაკავშირებული პოლიტიკის შეცვლაზე განაცხადა. ავიაკომპანია თვითმფრინავის ბორტზე ასატანი ბარგის რაოდენობას ამცირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 ნოემბრიდან შევა.

როგორც უცხოური მედია იუწყება, მგზავრებს ბორტზე ორი ხელჩანთის ატანის უფლება აღარ ექნებათ. თუმცა, ამის სანაცვლოდ ავიკომპანია დიდი მოცულობის ბარგზე გადასახადს 45 დოლარიდან 35 დოლარამდე ამცირებს, ბარგის მოცულობას კი 15 კილოგრამით 20 კილოგრამამდე ზრდის.

რაც შეეხება ხელბარგს, მხოლოდ პრიორიტეტული ჩასხდომის მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ბორტზე აიტანონ 2 ბარგი, 1 ჩვეულებრივი (55სმ x 40სმ x 20სმ) და 1 პატარა ჩანთა (35სმ x 20სმ x 20სმ). ყველა სხვა დანარჩენ გზავრს შეუძლია, თავისი დიდი ბარგი ჩააბაროს ჩასაბარებელ ბარგში (უფასოდ) და დამატებით ბორტზე აიტანოს პატარა ზომის ჩანთა.

თუ მგზავრს სურს, რომ ბორტზე აიტანოს ბარგი დიდი მოცულობით, ამ შემთხვევაში უნდა დაამატოს სერვისი ”პრიორიტეტული ჩასხდომა” და ამისთვის გარკვეული თანხაც გადაიხადოს.

ცნობისთვის, ავიაკომპანია RyanAir, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ოპერირებს, ყოველდღიურად ასრულებს 1600 რეისს 72 ბაზირებული აეროპორტიდან და აკავშირებს 189 მიმართულებას 30 ქვეყანაში.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]
77 Shares
Share77
Tweet
Share
Pin