ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
“Air Cairo” კაიროდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo”, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას კაირო-თბილისი-კაიროს საჰაერო ხაზზე იწყებს.
ავიაკომპანიის მიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის შესაბამისად, საქართველოსა და ეგვიპტის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები 2017 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყება. ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა „Air Cairo”-ს 21 სექტემბერს მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ ახალი მიმართულების პარალელურად, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში (ოქტომბერი-მარტი) ავიაკომპანია „Air Cairo” გააგრძელებს ფრენებს შარმ ელ შეიხიდან და ჰურგადიდან თბილისის მიმართულებით.
Air Cairo” წარმოადგენს “EGYPT AIR”-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს