ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
სახმელეთო ტრანსპორტთან შედარებით, თვითმფრინავით მგზავრობა ბევრად უსაფრთხოა
სტატისტიკის მიხედვით, სახმელეთო ტრანსპორტთან შედარებით, თვითმფრინავით მგზავრობა ბევრად უსაფრთხოა, თუმცა, ბევრ ადამიანს მაინც განსაკუთრებულად ეშინია ფრენის, თანაც ისე, რომ ზოგჯერ, საერთოდ უარს ამბობენ საჰაერო ხომალდით გადაადგილებაზე.
ექსპერტები, ამის მთავარ მიზეზად სახმელეთო ავარიებთან შედარებით, ავიაკატასტროფების მიმართ მასმედიის გადაჭარბებულ ყურადღებას მიიჩნევენ. გარდა ამისა, ადამიანთა ემოციურ დამოკიდებულებაზე საჰაერო ტრანსპორტის მიმართ მნიშნველოვან გავლენას ახდენს თვითმფრინავის ვარდნაზე და ტერორიზმზე გადაღებული მხატვრული ფილმები. შიშის მიზეზი შეიძილება გახდეს, ასევე , მგზავრობისას მიღებული უსიამოვნო გამოცდილებაც, როგორიცაა, მაგალითად ტურბულენტურ ზონაში მოხვედრა. ადამიანები ფიქოლოგიურად ითრგუნებიან ბორტზე ასვლამდე გასავლელი უსაფრთხოების პროცედურების გამოც, რაც რეალურად ისევ ფრენის უსაფრთხოებისთვის ხორციელდება.
„საქაერონავიგაციის“ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ფრენის შიშის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, თუმცა ფაქტი ერთია, ეს ემოცია ირაციონალურია, რადგან ბევრად დიდი შანსია ადამიანი საავტომობილო ავარიაში დაიღუპოს, ვიდრე საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის IATA უსაფრთხოების სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს 3.5 მილიარდზე მეტმა ადამიანმა იფრინა თვითმფრინავით, ამ პერიოდში 68 საავიაციო შემთხვევას ქონდა ადგილი, რამაც ჯამში 510 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეორე მხრივ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საგზაო შემთხვევებმა 2013 წელს 1.25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სახმელეთო ტრანსპორტით მგზავრობა 100-ჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე ფრენა. თუმცა, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ხშირად მაინც არ არის საკმარისი ფრენის შიშთან გასამკლავებლად. ზოგიერთ მგზავრს მეტი ცოდნა სჭირდება რათა დაამარცხოს ეს ფობია.
ფსიქოლოგები ურჩევენ მგზავრებს გაეცნონ თვითმფრინავის მუშაობის მექნიზმს, -როგორ არის შესაძლებელი, რომ უდიდესი, უმძიმესი მეტალი ჰაერში იჭრება და მიფრინავს? ან როგორ ხდება საჰაერო მოძრაობის მართვა ავიამეთვალყურეების მიერ ხმელეთიდან, იმისათვის, რომ თვითმფრინავები ჰაერში ერთმანეთს არ დაეჯახონ? და კიდევ, რა ხდება რეალურად ტურბულენტურ ზონაში მოხვედრისას? ცოდნის გაღრმავების გარდა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შფოთვისა და პანიკის შეტევა აქვს ფრენის დროს, შიშის დამარცხების არაერთი გზა არსებობს, როგორიცაა ფსიქოთერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია, ჰიპნოთერაპია და სხვა. ზოგჯერ ფსიქოლოგთან ერთი ვიზიტიც კი საკმარისია ამისათვის.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს