"ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ მაღალი სტანდარტის მომსახურებას"
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

“ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ მაღალი სტანდარტის მომსახურებას”

„ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ მაღალი სტანდარტის მომსახურებას და ვატარებთ სწორ მარკეტინგულ პოლიტიკას, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენს შედეგებზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ახალი მოფრენის ტერმინალი გახსნა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ პროექტის განხორციელებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამიერიდან წელიწადში 4 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

„დღეს ოფიციალურად იხსნება და ექსპლუატაციაში შედის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი. დასრულებულია საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი და როგორც ხედავთ ტერმინალი ოპერირების პროცესშია. ამ პროექტის განხორციელებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამიერიდან წელიწადში 4 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დაიწყო იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მგზავრთა ნაკადი და შეიძლება ითქვას, რომ ზრდის სისწრაფემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ავიაციის განვითარება ყოველთვის იყო და არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების. პრემიერის განცხადებით, ყოველივე ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენი ხალხის ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

„სწორედ ავიაბაზრის განვითარება, აეროპორტებისა და სანავიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, მგზავრთა ნაკადის ზრდა და ფრენების ახალი მიმართულებების დამატება გახლავთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების წინაპირობა. ეს კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენი ხალხის ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. თანამიმდევრული და კოორდინირებული მუშაობით ჩვენ უკვე შეგვიძლია საქართველოს სწორი პოზიციონირება მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე. ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ მაღალი სტანდარტის მომსახურებას და ვატარებთ სწორ მარკეტინგულ პოლიტიკას, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენს შედეგებზე”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]