ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
უვიზო მიმოსვლის ახალი მონაცემები: რომელ ქვეყნებში არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქეები?
საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, 2017 წლის 28 მარტიდან, შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი ეთქვა საქართველოს 242 მოქალაქეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, ამ მონაცემებში შედიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც შენგენის ზონაში გასამგზავრებლად პირდაპირი რეისით ისარგებლეს.
ქვეყანაში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებს იტალიამ უთხრა, სადაც 62 მოქალაქე არ შეუშვეს. უარის თქმის 41-41 შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთსა და პოლონეთში.
შემდეგ მოდიან გერმანია(27) და კვიპროსი (27).
საქართველოს 20 მოქალაქეს უარი ეთქვა უნგრეთში შესვლაზეც.
შსს-ს ინფორმაციით, ჯამში, შენგენის ზონის ქვეყნების მიმართულებით, საქართველოს 83 359 მოქალაქე გაემგზავრა. მონაცემები დათვლილია მიმდინარე წლის 28 მარტიდან 7 სექტემბრის ჩათვლით.
„პირველმა არხმა“ ასევე გამოითხოვა ინფორმაცია – შენგენის ზონაში რამდენმა მოქალაქემ დაარღვია უვიზო მიმოსვლის წესი და რა სანქცია დაეკისრათ მათ. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას მათი უწყება არ ამუშავებს.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს