ავიაკომპანია EasyJet-ი ელექტრობატარეებიანი თვითმფრინავის შექმნას აპირებს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ავიაკომპანია EasyJet-ი ელექტრობატარეებიანი თვითმფრინავის შექმნას აპირებს

ბრიტანულმა ავიაკომპანია EasyJet-მა განაცხადა, რომ ისინი ელექტრობატარეების მქონე სამგაზვრო თვითმფრინავის გაშენებას აპირებენ, შესაბამისად, თვითმფრინავს ავიაციური ძრავა აღარ ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ახალი თვითმფრინავი 540 კილომეტრზე იფრენს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი გახდება ისეთ პოპულარულ მარშრუტებზე, როგორებიცაა ლონდონი-პარიზი, ბრიუსელი, ამსტერდამი, კელნი, გლაზგო და ედინბურგი. EasyJet-ის დირექტორის კაროლინ მაკკოლის თქმით, ელექტრობატარებიანი თვითმფრინავი 220 მგზავრს გადაიყვანს და უსაფრთხო მოგზაურობასთან ერთად, ახალი თვითმფრინავი გარემოს ზიანს არ მიაყენებს.

სამომავლოდ ავტოინდუსტრია და ავიაინდუსტრია ელექტროტექნოლოგიებზე გადავა, რითაც შემცირდება გარემოს დაბინძურების მაჩვენებლები, რომელსაც დღევანდელი ძრავა გამოყოფს, – აცხადებს კაროლინი.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

წყარო: imedinews.ge

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]