ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ჩამონათვალშია
სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ჩამონათვალშია. პოპულარული ამერიკული სამოგზაურო პორტალი Thrillist მკითხველს მოგზაურობას მსოფლიოს 20 პატარა ქალაქში ურჩევს. იტალიურ, ესპანურ, ბრაზილიურ, გერმანულ, ავსტრიულ, იაპონურ ქალაქებს შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდა მოხვდა.
Thrillist -ის ჟურნალისტმა ბრიუს ნორსამმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა.
„არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე სტეფანწმინდაში ერთმანეთთან შერწყმულია. ამ სოფელში ყველას ყურადღებას იპყრობს გორაკი, რომელზეც 14 საუკუნეში აშენებული გერგეთის წმინდა სამება მდებარეობს, მის უკან კი თოვლით დაფარული მყინვარწვერია. უმშვენიერესი ბუნების შესასწავლად სტეფანწმინდა საუკეთესო ადგილია, აქ შეგიძლიათ დაბანაკდეთ და ეწვიოთ ეროვნულ პარკს, ცხელ წყაროებს, მჟავე წყლებს, ჩანჩქერებს, ტბებს. აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს რუსეთი, თუმცა საქართველოში უფრო მეტად ურჩევნიათ თეთრი და წითელი ღვინო შეადარონ ერთმანეთს ვიდრე ჩრდილოელ მეზობელზე ისაუბრონ. ეს არის ქრისტიანული, სტუმართმოყვარე ღვინის ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 3,7 მილიონია, მაგრამ ვაზის 500-ზე მეტი ჯიშით არის ცნობილი,“ -წერს ბრიუს ნორსამი.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს