WizzAir-ი Georgian Airways-ს კონკურენციას პარიზისა და ბარსელონას მიმართულებებზეც გაუწევს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

WizzAir-ი Georgian Airways-ს კონკურენციას პარიზისა და ბარსელონას მიმართულებებზეც გაუწევს

WizzAir-ი Georgian Airways-ს პრაღის გარდა კონკურენციას პარიზისა და ბარსელონას მიმართულებებზეც გაუწევს.

Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განმარტებით, მიუხედავად Wizz Air-ის მიერ დამატებული ახალი რეისებისა, ავიაკომპანია Georgian Airways-ი გეგმების გადახედვას არ აპირებს და 2018 წლიდან ბარსელონასა და პარიზის მიმართულებით იფრენს.

როგორც ცნობილია, Georgian Airways-ი თბილისი – ბარსელონა – თბილისის მიმართულებით ფრენა სავარაუდოდ 2018 წლის მარტის მეორე ნახევრიდან, ხოლო თბილისი – პარიზი – თბილისის მიმართულებით 2018 წლის ივნისიდან დაიწყებს.

ორივე მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით იფრენს. რაც შეეხება Wizz Air-ს, ის ბარსელონასა და პარიზის გარდა კიდევ ორი ახალი მიმართულებით (რომი, პრაღა) იფრენს.

Georgian Airways-ი პრაღის მიმართულებით რეისებს 2017 წლის გაზაფხულიდან უკვე ასრულებს, რაც შეეხება ბარსელონასა და პარიზს ავიაკომპანიამ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

წყარო: bpn.ge

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]