გუდაური 6 საუკეთესო სათხილამურო კურორტებს შორის დასახელდა, რომელსაც უკრაინელი ტურისტები უნდა ეწვიონ
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

გუდაური 6 საუკეთესო სათხილამურო კურორტებს შორის დასახელდა, რომელსაც უკრაინელი ტურისტები უნდა ეწვიონ

უკრაინული ტურისტული ვებგვერდი TripMyDream უკრაინელ მოგზაურებს ექვს საუკეთესო სათხილამურო კურორტს სთავაზობს, რომელსაც ამ ზამთარს აუცილებლად უნდა ეწვიონ.

კურორტებს შორის გუდაურიც დასახელდა.

როგორც ვებგვერდი წერს, გუდაურში ე.წ. სკი პასებზე ადეკვატური ფასებია, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმის, რომ გუდაური პოპულარულია ევროპელ მოთხილამურეებს შორის.

„გუდაურში ასევე ძალიან იაფი დაგიჯდებათ ჭამა, თან დიდი პორციებით. გარდა ამისა, აქ დიდი არჩევანი გაქვთ საცხოვრებლის მხრივ. შეგიძლიათ გაჩერდეთ როგორც ჰოსეტლში, ასევე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში“, – წერს გამოცემა.

ამასთან ერთად, ხაზგასმულია ის მინუსები, რაც გუდაურში ჩასულ ტურისტებს დავხდებათ.

„საღამოს სრიალი მხოლოდ კვირაში ერთხელ არის და ისიც მარტივ ტრასაზე. თუ აღჭურვილობის დაქირავებას გადაწყვეტთ, აუცილებლად კარგად გადაამოწმეთ. გუდაურში საკმაოდ ცოტა დისკოტეკა და ბარია. ღამის გართობის მოყვარულებმა შეიძლება მოიწყინოთ. მომსახურება მთლად იდეალური არ არის, თუმცა ამის კომპენსაციას ქართველების სტუმრებისადმი კეთილგანწყობა ახდენს. ადგილობრივ სუპერმარკეტებში არცთუ მრავალფეროვან პროდუქციას იპოვით. თუ გუდაურში ჩასვლას ბავშებით აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ბავშის ეტლით სეირნობა გაგიჭრდებათ“, – წერს ვებგვერდი.

გუდაურის გარდა, იმ ზამთრის კურორტებს შორის, სადაც უკრაინელ მოთხილამურეებს ჩასვლას ურჩევენ, ავსტრიის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და უკრაინის კურორტები დასახელდა.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

წყარო: “ბიზნესპრესნიუსი”

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]