ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ქართული ავიაბაზრის 11%-ს Turkish Airlines-ი, ხოლო 10%-ს Georgian Airways-ი ფლობს
საქართველოს ავიაციის ლიდერი კომპანია ისევ თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია, რომელსაც 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ბაზრის 11 % უკავია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines-ი საქართველოში კვლავინდებურად ნომერ პირველია და ის 9 თვის განმავლობაში 350 ათას 706 მგზავრს მოემსახურა.
საავიაციო ბაზრის ნომერ მეორე ავიაკომპანია (გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით) ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ია, რომელსაც 9 თვის მონაცემებით, ბაზრის 10%-ი ეკუთვნის.
იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის 8%-ის მფლობელი უნგრული „ლოუკოსტერი“ Wizz Air-ია. უკრაინულ ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) კი ბაზრის 7%-ს აკონტროლებს.
გასული წლის, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, Turkish Airlines-ი ბაზრის 16%-ს ფლობდა, ანუ მიმდინარე წლისთვის მისი წილი 3%-ითაა შემცირებული.
გასული წლის 9 თვეში, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის ნომერ მეორე ავიაკომპანია არის FlyUIA, რომლის ბაზრის 10%-ის მფლობელი იყო, შესაბამისად კლებამ მიმდინარე მაჩვენებლებთან შედარებით 3%-ი შეადგინა.
აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ავიაკომპანიებს გასულ წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი შეუმცირდა. უბრალოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე ახალი ავიაკომპანია შემოვიდა და ასევე, გაიზარდა მგზავრთნაკადიც. შესაბამისად, ქართული ავიაბაზრის წილობრივი მაჩვენებელიც დაკორექტირდა.
რაც შეეხება Georgian Airways-ს, მისი წილობრივი მაჩვენებელი 2016 წლის იანვარ-სექტემბრისთვის იყო 9%-ი, შესაბამისად 2017 წლის იანვარ-სექტემბრისთვის ავიაკომპანიის ბაზრის წილი 1%-ითაა გაზრდილი.
გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 6%-ის მფლობელია არაბული Flydubai, ხოლო 5%-ს რუსული ავიაკომპანია Aeroflot-ი ფლობს.
რაც შეეხება სხვა რუსულ ავიაკომპანიებს: S7-სა და Ural Airlines-ს, ისინი ქართული ავიაბაზრის 4-4%-იან წილს აკონტროლებენ.
ბაზრის 3-3%-იანი წილის მფლობელები არიან თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი, კატარის პრემიუმ კლასის ავიაგადამზიდავი QatarAirways-ი, ისრაელური el al israel airlines-ი, არაბული „ლოუკოსტერი“ Air Arabia და ირანული ავიაკომპანია Taban Air-ი.
ბაზრის 2-2%-იან წილს ფლობენ Lufthansa, Atlasglobal-ი, AZAL-ი, Air Astana, Belavia, Yanair-ი, Zagros Airlines-ი და LOT-ი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზრის 10 %-ის მფლობელი ეროვნული ავიაგადამზიდავი, ხოლო 90 %-ს უცხოური ავიაკომპანიები აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აეროპორტები 47%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, სულ 3 მლნ 199 ათას 63 მგზავრს მოემსახურნენ, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 46,63%-იან ზრდას ნიშნავს.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებმა 2 მლნ 181 ათას 683 მგზავრი მიიღო, ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 1 მლნ 769 ათას 485 მგზავრი.
შესაბამისად მიმდინარე წლის 9 თვეში, 2015 წლის 9 თვესთან შედარებით ქვეყნის აეროპორტებში მგზავრთანაკადი80,79%-ითაა გაზრდილი.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: ghn.ge
დაგვიკავშირდით
თუ შეგექმნათ რაიმე პრობლემა ჩვენი სერვისებით სარგებლობისას ან გაქვთ რაიმე შემოთავაზება, გთხოვთ აუცილებლად დაგვიკავშირდეთ.
მისამართი.: მათ ვისაც გსურთ ოფისში მოსვლა, მოგახსენებთ რომ ჩვენ არ გვაქვს ოფისი, მაგრამ ჩვენ ყველა პირობა გვაქვს შექმნილი, იმისთვის რომ ჩვენი ურთიერთობა ონლაინ რეჟიმში უფრო მარტივი იყოს.
ტელ.: (+995 32) 2 060 112
მობ.: (+995) 557 219 408
ელ.ფოსტა.: general@justfly.ge
სამუშაო საათები: 24/7
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს