ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
სიახლე ისრაელში მყოფი არალეგალი ქართველებისთვის
ისრაელში არალეგალად მყოფი საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც 30 ოქტომბრამდე ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში, ისრაელში ხელმეორედ შესვლას 10 წლის ნაცვლად ერთ წელში შეძლებენ.
ამის შესახებ, საქართველოს კონსულმა ისრაელში ალექსანდრე ჯიშკარიანმა განაცხადა.
„უკვე სამი თვეა მოქმედებს და 30 ოქტომბრამდე ძალაშია სპეციალური ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ნებაყოფლობით, ღირსეულად, ყოველგვარი დაკავებისა და სადეპორტაციო ცენტრებში დროის დაყოვნების გარეშე დაბრუნდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მათ ვინც ამ ინიციატივით დაბრუნდება, ისრაელში ხელმეორედ შემსვლაზე ათი წლის ნაცვლად, მხოლოდ ერთწლიანი შეზღუდვა დაუწესდებათ“, – აღნიშნა ჯიშკარიანმა.
მისივე ინფორმაციით, დღესდღეობით ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალურად საქართველოს 5 000-დან 6 000-მდე მოქალაქე იმყოფება.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: bpn.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს