ქართულ ავიაბაზარზე Salam Air-ი შემოდის და ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ქართულ ავიაბაზარზე Salam Air-ი შემოდის და ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს

ქართულ ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის. საუდის არაბეთში საქართველოს საელჩომ ომანის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკებებისშედეგად შეთანხმებას უკვე მიაღწია და ომანის სასულთნოს ავიაკომპანია Salam Air-ი ფრენებს 2018 წლის ივნისიდან დაიწყებს.

საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, კომპანია ავიარეისებს კვირაში ოთხი რეისის სიხშირით მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოში ომანელი ტურისტების რაოდენობას.
ამას გარდა, იგეგმება თბილისში კომპანიის წარმომადგენლობის გახსნა, გარკვეული ინვესტიციების განხორციელება და რამდენიმე ათეული ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

ავიაკომპანია Salam Air-ი სასულთნოს ფლაგმანის, Oman Air-ის შვილობილი კომპანიაა.

აღსანიშნავია, რომ ომანში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავასა და სასულთნოს დედაქალაქ მასკატში Oman Air-ისა და Salam Air-ის აღმასრულებელ დირექტორებთან და ბორდის წევრებთან გამართული შეხვედრაზე საქართველოსა და სასულთნოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დოკუმენტის ხელმოწერა იგეგმება ახლო მომავალში, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]