სად ცხოვრობენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

სად ცხოვრობენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები

ევროკავშირის სტატისტიკური ოფისის ექპერტებმა ევროპის 83 ქალაქის მობინადრეები გამოკითხეს და დაადგინეს, თუ სად ცხოვრობენ ყველაზე ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანები.

40 000-ზე მეტი გამოკითხულის ”ბედნიერების დონე” 12 კითხვაზე პასუხით შეფასდა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ბედნიერი ევროპელები ვილნიუსელები არიან, მეორე და მესამე პოზიციაზე სტოკჰოლმელები და კოპენჰაგენელები არიან. ცოტა ნაკლებად, თუმცა საკმაოდ ბედნიერად გრძნობენ თავს ვენისა და ლუქსემბურგის მობინადრეები, რომელთაც ერთი პოზიციით ჩამორჩნენ ზაგრებელები და ამსტერდამელები, მე-6 ადგილი ვარშავისა და დუბლინის მოსახლეობამ დაიკავა, ტალინელები და ლუბლიანელები კი, მე-7 პოზიციით დაკმაყოფილდნენ.

ნაკლებად ბედნიერი ქვეყნების ათეულში რიგა და ბრატისლავა მოხვდნენ 89%-ით, ბრიუსელსა და მადრიდში მოსახლეობის მხოლოდ 87%-ია ცხოვრების დონით კმაყოფილი, სოფიაში კი – 86%. როგორც აღმოჩნდა ყველაზე უკმაყოფილოები პარიზში (83%), რომსა (80%) ათენში (71%) არიან. სხვათაშორის საბერძნეთის დედაქალაქი ამავე რეიტინგმა ”ცხოვრებისთვის ყველაზე არასახარბიელო ევროპის ქალაქადაც” დაასახელა.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]