უახლესი სტატისტიკა: რამდენმა ქართველმა დაარღვია ბოლო 7 თვეში ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის ვადა
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

უახლესი სტატისტიკა: რამდენმა ქართველმა დაარღვია ბოლო 7 თვეში ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის ვადა

28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა, საიდანაც უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, 9875-მა მოქალაქემ დაარღვია.

როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატის ინფორმაციით ირკვევა, სტატისტიკურად სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა 6,1%-ს მოიცავს.

საქართველოს ოფიციალური უწყებებისთვის უცნობია, 9875 მოქალაქიდან რამდენი დარჩა შენგენის ზონაში და რამდენი გადავიდა მესამე ქვეყანაში უვიზო რეჟიმის წესების დაცვით.

მონაცემები მოიცავს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან – 2017 წლის 28 მარტიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]